Georgian Stone · 2011

ჩვენ შესახებ

საზოგადოებრივი, კომერციული და ინდუსტრიული სივრცეების კეთილმოწყობა — სპეციალიზებული ტექნიკით, ხარისხის მკაცრი კონტროლით.

შ.პ.ს. „ჯორჯიან სტოუნი“ არის სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 2011 წელს და წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. დაარსების დღიდან დღემდე კომპანიას შესრულებული აქვს 60-ზე მეტი ფართომასშტაბიანი პროექტი და 2 000-მდე მცირე ზომის პროექტი, რაც ნათლად ასახავს მის გამოცდილებას, მასშტაბურ შესაძლებლობებსა და ბაზრის ნდობას. თითოეულ პროექტში უზრუნველყოფილია ტექნიკური სიზუსტე, მაღალი ხარისხი და გრძელვადიანი შედეგი.

„ჯორჯიან სტოუნი“ არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია — მისი საქმიანობა მკაფიოდ და მიზანმიმართულად არის ფოკუსირებული საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობაზე.

კომპანიის ძირითადი ბენეფიტია ფილებით პროფესიონალური მოპირკეთება სპეციალიზებული ფილების დამგები მანქანების გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა დღეში მოვაპირკეთოთ 1000 კვადრატულზე მეტი, განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი დატვირთვის მქონე ტერიტორიებისთვის.

თანამედროვე ტექნოლოგიების, გამოცდილი გუნდისა და მკაცრი ხარისხის კონტროლის მეშვეობით, კომპანია წარმატებით ახორციელებს როგორც ინდუსტრიულ, ისე საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტებს.

ციფრებში

ხარისხი, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ერთ სივრცეში

500 000 მ²
სულ მოპირკეთდა
3 000 000 მ²
სულ ვაწარმოეთ
2 000 მ²
მოპირკეთება დღეში
15+ წელი
გამოცდილება
5 წელი
გარანტია

ობიექტები

პორტებიდან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებამდე

„ჯორჯიან სტოუნის“ მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ობიექტებს შორისაა ფოთისა და ბათუმის პორტები, ნატახტარის ლოჯისტიკური ჰაბი, ასევე სადახლო–ბაგრატაშენის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და სხვა ინდუსტრიული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის პროექტები, სადაც გამძლეობა, უსაფრთხოება და ვადების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილ სპეციალისტებით, რომლებიც თითოეულ პროექტს უდგებიან მაქსიმალური პასუხისმგებლობით. „ჯორჯიან სტოუნის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ტექნიკური სიზუსტე, უსაფრთხოება და პარტნიორული ნდობა.

დღეს კომპანია აგრძელებს განვითარებას და მზად არის ჩაერთოს საზოგადოებრივი, კომერციული და ინდუსტრიული სივრცეების კეთილმოწყობის პროექტებში, სადაც სპეციალიზებული გამოცდილება რეალურ უპირატესობას ქმნის.

ღირებულებები

  • 01ხარისხი
  • 02ტექნიკური სიზუსტე
  • 03უსაფრთხოება
  • 04პარტნიორული ნდობა