სიტყვა ბორდიური ნიშნავს რომელიმე ადგილის, კუთხეს, კუთხის ქვას. აქვს სხვადასხვა დასახელება (საბორტე) (სასაზღვრე) (ბორდიული) და ა.შ. გამოიყენება გარემოს გაფორმებისთვის, მწვანე ტერიტორიებისა და გასეირნების ადგილებში სადაც დასადგენია საზღვრები, ისეთ ადგილებში რომლებშიც სასურველია ეგრეთწოდებული ბარიერის გაკეთება.
საგზაო ბორდიურს აქვს გაცილებით დიდი სისქე – 15 სმ, ანუ მას შეუძლია გაუძლოს უფრო დიდ დატვირთვას. ამიტომ, ჩვეულებრივ გამოიყენება გზების, ტროტუარების და სამრეწველო უბნების მოპირკეთებისას.
ბორდიური (ხშირად არასწორად ფორმულირებული, როგორც ,,ბარდიული’’) საგზაო ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია – მისი მთავარი ფუნქცია ტროტუარებისა და გზის საფარის ზუსტად გამიჯვნა, ტერიტორიის სტრუქტურირება და სანიაღვრე სისტემების მხარდაჭერაა. იგი ასევე ფართოდ გამოიყენება:
ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობითა და უმაღლესი ხარისხით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ,,ლეგიში’’ დამზადებული ბორდიური შესანიშნავად უძლებს ნებისმიერ კლიმატურ პირობებს, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, ნიადაგის დეფორმაციასა და ინტენსიურ მექანიკურ დატვირთვებს. მათი გამორჩეული ესთეტიკური იერსახე და სხვადასხვა ფერის ვარიაცები კი პრაქტიკულად ნებისმიერ არქიტექტურულ პროექტს ჰარმონიულად ერწყმის.
,,ლეგი’’ გთავაზობთ სამი ძირითადი ტიპის ბორდიურს, რომელიც ნებისმიერ საპროექტო მოთხოვნას აკმაყოფილებს:
,,ლეგის’’ ბორდიური – ეს არის ნდობისა და ხარისხის სინონიმი ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვამზადებთ პროდუქციას ევროპული სტანდარტების მიხედვით და ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს. ყოველი ბორდიური გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს ჩვენსავე სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში, რაც პროდუქტის გრძელვადიანი და უპრობლემო ექსპლუატაციის მთავარი გარანტიაა.
ჩვენთან ბორდიურის ფასი კონკურენტულია და პირდაპირ შეესაბამება ხარისხს. თითოეულ მომხმარებელს ვთავაზობთ მოქნილ საფასო პოლიტიკას, სწრაფი და საიმედო მიწოდების სერვისი კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.
კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – სწორი არჩევანის გაკეთებაში ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან.